ერდოღანი აცხადებს, რომ თურქეთი რაქაზე შეტევას ამზადებს

Turkish President Tayyip Erdogan makes a speech during his meeting with mukhtars at the Presidential Palace in Ankara, Turkey, October 26, 2016. Yasin Bulbul/Presidential Palace/Handout via REUTERS

თურქეთის შეიარაღებული ძალები სირიის ქალაქ რაქას გათავისუფლებაში მონაწილეობას გეგმავს. ამის შესახებ თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა. გარდა ამისა, ერდოღანმა აღნიშნა, რომ ქალაქი მანბიჯი, რომელიც „ისლამური სახელმწიფოს“ „ბოევიკებისგან“ ქურთმა მოხალისეებმა გაათავისუფლეს, ასევე თურქეთის სამიზნეა. ამის შესახებ სააგენტო „როიტერი“ იუწყება.
როგორც ერდოღანმა ანკარაში პირდაპირი ეთერის დროს განაცხადა, მან აშშ-ის პრეზიდენტს, ბარაკ ობამას ამ ოპერაციის შესახებ სატელეფონო საუბრის დროს აცნობა.
ამასთანავე, აშშ-ის შეიარაღებული ძალების წარმომადგენლები აცხადებენ, რომ რაქაზე შეტევაში ქურთი მოხალისეები მიიღებენ მონაწილეობას.
ერდოღანმა ისიც განაცხადა, რომ ერაყის სინჯარის რეგიონში, რომელიც მოსულის მახლობლად მდებარეობს,  „ქურთისტანის მუშათა პარტიის“ ახალი ბაზა შეიქმნა და  თურქეთი ამას არ დაუშვებს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები