თბილისის საქალაქო სასამართლომ “პატრიოტთა ალიანსის” სარჩელი არ დააკმაყოფილა

თბილისის საქალაქო სასამართლომ “პატრიოტთა ალიანსის” სარჩელი არ დააკმაყოფილა. სასამართლოს გადაწყვეტილებით, ცესკო-ს შემაჯამებელი ოქმი უცვლელად დარჩა. აღსანიშნავია, რომ პარტია ცენტრალური საარჩევნო კომისიის შემაჯამებელი ოქმის იმ ნაწილის გაუქმებას ითხოვს, რომლითაც, არჩევნების შედეგებიდან გამომდინარე, გადასანაწილებელი 17 მანდატიდან “პატრიოტთა ალიანსმა” 3 მანდატი მიიღო და ფრაქციის შესაქმნელად (6 მანდატი) საჭირო 3 მანდატი დაემატა, დარჩენილი 14 კი “ქართულ ოცნებასა” და “ნაციონალურ მოძრაობას” შორის გადანაწილდა.
“პატრიოტთა ალიანსში” ამბობენ, რომ კონსტიტუციით განსაზღვრული მანდატების თანაბარი განაწილების პრინციპი დაირღვა და მათ 6-ის ნაცვლად, 10 მანდატი უნდა მიეღოთ.
“პატრიოტთა ალიანსის” წევრები აცხადებენ, რომ გადაწყვეტილებას სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრებენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები