მოსკოვის სასამართლომ შეიარაღებული ძალების პოლკოვნიკს 12-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა

მოსკოვის საქალაქო სასამართლომ რუსეთის თავდაცვის სამინსიტროს ყოფილ თანამშრომელს, პოლკოვნიკ ანდრეი ბელიაევს 12-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა. სასამართლომ ბელიაევი სახელმწიფო ღალატში დამნაშავედ ცნო.
სხდომა დახურულ რეჟიმში წარიმართა. ბელიაევის საქმეს გრიფი „საიდუმლო“  ადევს.
ასევე სასამართლომ ბელიაევს პოლკოვნიკის წოდება ჩამოართვა და სახელმწიფოს სასარგებლოდ „მიცუბისის“ მარკის ავტომობილის კონფისკაციის გადაწყვეტილება მიიღო.
ანდრეი ბელიაევი გასული წლის ოქტომბერში დააკავეს. დაკავების მომენტში მას შვედეთში ცხოვრების უფლების დამადასტურებელი  საბუთები და ამ ქვეყნის მართვის მოწმობა აღმოაჩნდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები