რუსეთი სირიაში სკოლის დაბომბვასთან კავშირს უარყოფს

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ უარყო ქვეყნის შეიარაღებული ძალების კავშირი იდლიბში სკოლის დაბომბვასთან, რომლის შედეგადაც 22 ბავშვი და ექვსი მასწავლებელი დაიღუპა. ამის შესახებ „ბი ბი სი’ იუწყება.
„ეს სიცრუეა, რუსეთს ამ საშინელ ტრაგედიასთან არანაირი კავშირი არა აქვს. ეს საკითხი საერთაშორისო ინსტანციებმა სასწრაფოდ უნდა გამოიძიონ“, – განაცხადა რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა მარია ზახაროვამ.
ზახაროვამ განაცხადა, რომ უცხოურმა მედიამ რუსეთის დაბომბვაში ანონიმურ წყაროებზე დაყრდნობით დაადანაშაულა.
რუსეთის მუდმივმა წარმომადგენელმა გაეროში ვიტალი ჩურკინმა იდლიბში სკოლის დაბომბვას „საშინელება“ უწოდა.
ავიადარტყმა იდლიბის მახლობლად მდებარე სოფელ ჰასის სკოლაზე ოთხშაბათს განხორციელდა. სირიის სახელმწიფო მედიამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ შეტევის შედეგად რამდენიმე ტერორისტიც დაიღუპა.

_92106627_e98a3715-be20-4d00-863e-e308972edb98

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები