თურქეთში „ისლამურ სახელმწიფოსთან“ დაკავშირებული 81 ადამიანი დააკავეს

თურქეთის ხელისუფლებამ ტერორისტულ დაჯგუფება „ისლამურ სახელმწიფოსთან“ კავშირისთვის 81 ადამიანი დააკავა. სააგენტო Dogan-ის ინფორმაციით, დაკავებულთა უმეტესობა უცხოეთის მოქალაქეა, რომლებიც სირიასა და ერაყში „ისლამური სახელმწიფოს“ რიგებში ბრძოლას გეგმავდნენ.
სპეცოპერაცია სტამბოლსა და თურქეთის 6 პროვინციაში ჩატარდა.
ცნობისთვის, თურქეთმა მიმდინარე წლის აგვისტოში სირიაში „ისლამური სახელმწიფოს“ „ბოევიკების“ წინააღმდეგ მასშტაბური სამხედრო ოპერაცია დაიწყო.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები