თურქეთმა 73 სამხედრო პილოტის დაკავების ორდერი გასცა

თურქეთის ხელისუფლებამ 73 სამხედრო პილოტის დაკავების ორდერი გასცა. „ბი-ბი-სის“ ცნობით, ისინი 25 ივლისის სახელმწიფო გადატრიალების მცდელობაში არიან ეჭვმიტანილები.
პოლიციამ აღნიშნული პირები კოენიას ავიაბაზაზე, ქვეყნის ცენტრალურ ნაწილში დააკავა. გასულ კვირას ამავე ბაზაზე პოლიციამ პატიმრობაში 99 ადამიანი აიყვანა.
საერთო ჯამში სახელმწიფო გადატრიალების მცდელობასთან და ისლამის მქადაგებელთან, ფეთლულაჰ გიულენთან კავშირის გამო თურქეთში 35 ათასი ადამიანი დააკავეს. მათ შორის ბევრი სამხედრო მოსამსახურეა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები