ირლანდიის სანაპიროზე 5 მილიონი ევროს ღირებულების კოკაინი გამოირიყა

ირლანდიის ქალაქ ლისკანორის სანაპიროზე ტორპედოს ფორმის 75-კილოგრამიანი კანისტრა გამოირიყა, რომლის შიგნით 5 მილიონი ევროს ღირებულების კოკაინი აღმოჩნდა. ადგილობრივმა მოსახლეობამ უცნაური ფორმის ჭურჭელი ჯერ კიდევ აგვისტოში აღმოაჩინა, მაგრამ დიდი ხნის განმავლობაში მას არ უახლოვდებოდა.
საბოლოოდ ერთ-ერთმა ოჯახმა პოლიციელები გამოიძახა, რომლებმაც კანისტრა გახსნეს. მასში 75 კილოგრამი კოკაინი აღმოჩნდა. ამ რაოდენობის კოკაინის ფასი შავ ბაზარზე ხუთ მილიონ ევროს შეადგენს.
ამჟამად ირლანდიის ხელისუფლება ადგენს თუ როგორ მოხვდა ნარკოტიკებით სავსე ჭურჭელი ლისკანორში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები