პაკისტანის უმაღლესი კომისიის წარმომადგენელი ინდოეთმა ჯაშუშობაში დაადანაშაულა

ინდოეთმა პაკისტანის უმაღლესი კომისიის წარმომადგენელი ჯაშუშობაში დაადანაშაულა და მოითხოვა, რომ მან ქვეყანა დატოვოს. ამის შესახებ „ბი ბი სი“ იუწყება.
ადგილობრივი მედიის ცნობით, დიპლომატი დაკითხვის მიზნით დააკავეს, თუმცა მოგვიანებით გაათავისუფლეს, ვინაიდან მას დიპლომატიური იმუნიტეტი აქვს.
ინდური წყაროების ცნობით, ორი მამაკაცი რაჯახსტანის შტატში დააკავეს. ისინი პაკისტანელი დიპლომატისთვის თავდაცვასთან დაკავშირებული ინფორმაციის გადაცემაში არიან ეჭვმიტანილნი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები