პრეზიდენტმა 168 პატიმარი შეიწყალა

საქართველოს პრეზიდენტმა 168 პატიმარი შეიწყალა. როგორც შეწყალების სახელმწიფო კომისიის ხელმძღვანელმა, ზვიად ქორიძემ განაცხადა, შეწყალებულ პატიმრებს შორის არიან როგორც მძიმე, ისე ნაკლებად მძიმე დანაშაულისთვის მსჯავრდებული პატიმრები. მისივე ინფორმაციით, შეწყალებულთა შორის ექვსი ქალია.
ქორიძის განცხადებით, შეწყალებული პატიმრებიდან 114 დღესვე დატოვებს საპატიმრო დაწესებულებას, დანარჩენ 54 მსჯავრდებულს კი სხვადასხვა დოზით შეუმცირდება შეფარდებული სასჯელი.
“ეს საკმაოდ დიდი ციფრია, მაგრამ საკმაოდ მნიშვნელოვანი პოლიტიკური მოვლენებია ქვეყანაში, საპარლამენტო არჩევნებია და სწორედ ამის გათვალისწინებით იხელმძღვანელა კომისიამ, რათა ამ ადამიანებს მისცემოდათ შანსი ახალი ცხოვრების დაწყებისა. ეს პრეზიდენტმაც გაითვალისწინა”, – განაცხადა ზვიად ქორიძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები