”სარფში”, ”კარწახში”, ”მტკვარსა” და ”სადახლოში” დიდი ოდენობით ნარკოტიკული ნივთიერებების შემცველი მედიკამენტები აღმოაჩინეს

”სარფში”, ”კარწახში”, ”მტკვარსა” და ”სადახლოში” დიდი ოდენობით ნარკოტიკული ნივთიერებების შემცველი მედიკამენტები აღმოაჩინეს.
როგორც ”კვირას“ შემოსავლების სამსახურიდან აცნობეს, 30 სექტემბრიდან 22 ოქტომბრის ჩათვლით, საბაჟო გამშვებ პუნქტებში „სარფი“, ,,კარწახი“, „სადახლო-საავტომობილო“ და “მტკვარი“ მებაჟე ოფიცრებმა, ეჭვის საფუძველზე დათვალიერების შედეგად, ნარკოტიკული ნივთიერებების შემცველი (526.852 კგ. და 34.05 აბი) მედიკამენტები აღმოაჩინეს.
შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, საქმეთა მასალები, შემდგომი რეაგირების მიზნით, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამის ერთეულებს გადაეცათ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები