ცხინვალის იზოლატორიდან სამი დღის წინ დაკავებული საქართველოს მოქალაქე გაათავისუფლეს

ცხინვალის იზოლატორიდან სამი დღის წინ დაკავებული საქართველოს მოქალაქე გაათავისუფლეს. როგორც “მოამბეს” შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა ქეთევან ციხელაშვილმა განუცხადა, დუშეთის რაიონის სოფელ ქარქუშაანის მკვიდრი ქალბატონი 21 ოქტომბერს ე.წ. საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის ბრალდებით დააკავეს. დაკავებული დღეს საღამოს, 19:00 საათისთვის თანხის გადახდის შემდეგ გაათავისუფლეს.
ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის ე.წ. მესაზღვრეებმა საქართველოს სამი მოქალაქე რამდენიმე დღის წინ დააკავეს. დაკავებულები გორის რაიონის დიდი მეჯვრისხევიდან და სოფელ კირბალიდან არიან. ორი დაკავებული იზოლატორში ამ დრომდე რჩება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები