მიხეილ ჯანელიძე: სამწუხაროდ, გატაცებების სერია გრძელდება
საგარეო საქმეთა მინისტრი, მიხეილ ჯანელიძე გორის მუნიციპალიტეტის სოფელ კირბალიდან გატაცებული ილია თაყაძის შესახებ კომენტარს აკეთებს. მინისტრი ფაქტს სამწუხაროს უწოდებს. მისი ინფორმაციით, თაყაძე ცხინვალის იზოლატორში იმყოფება.
მინისტრის ინფორმაციით, ოჯახი უკვე ინფორმირებულია და მიმდინარეობს მუშაობა მის გასათავისუფლებლად.
”პირველ რიგში უნდა ითქვას, რომ სამწუხაროდ, გატაცებების სერია გრძელდება. ჩვენ შესაბამისი ფორმატები ავამუშავეთ, ამოქმედდა ცხელი ხაზი. უკვე დადგენილია, რომ ის იმყოფება ცხინვალში. ოჯახი უკვე ინფორმირებულია და მიმდინარეობს მუშაობა, რომ მოხდეს მისი გათავისუფლება”, – განუცხადა ჟურნალისტებს მიხეილ ჯანელიძემ.