ქურთმა მოხალისეებმა „ისლამური სახელმწიფოს“ მიერ კონტროლირებად ქალაქს ალყა შემოარტყეს

ქურთმა მოხალისეებმა, ერაყში, მოსულის მახლობლად მდებარე ქალაქ ბაშიკს ალყა შემოარტყეს. ამ დასახლებულ პუნქტს ამჟამად „ისლამური სახელმწიფო” აკონტროლებს.
ქურთი მოხალისეები აცხადებენ, რომ მათ მთავარი გზა გადაკეტეს, რომლითაც ჯიჰადისტები იარაღს და სურსათს იღებენ.
მოსულზე შეტევა 17 ოქტომბერს დაიწყო. შეტევაში ერაყის შეიარაღებული ძალები, ქურთი  და სუნიტი მოხალისეები მონაწილეობენ. შეტევას საერთაშორისო კოალიციის ავიაცია ეხმარება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები