ე.წ. სამხრეთ ოსეთში, სამხედროს წინააღმდეგ, რომელმაც გამომძიებელს ესროლა, სისხლის სამართლის საქმე აღიძრა

ე.წ. სამხრეთ ოსეთის „გენერალურმა პროკურატურამ“ ე.წ. შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლის თეიმურაზ მედოევზე თავდასხმის ფაქტზე, სისხლის სამართლის საქმე „მკვლელობის მცდელობის“ მუხლით აღძრა.
საქმე აღიძრა სამხედრო მოსამსახურის თეიმურაზ ხაჩიროვის წინააღმდეგ. ამის შესახებ სააგენტო „სპუტნიკი“ იუწყება. გამოძიების ინფორმაციით, ხაჩიროვი მედოევს სახლთან ელოდებოდა და, როდესაც ის სადარბაზოდან გამოვიდა, სამჯერ ესროლა. მედოევმა მოახერხა თავდამსხმელის განეიტრალება, ის არ დაშავებულა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები