ახლობლები კირბალში გაუჩინარებულ ახალგაზრდა მამაკაცს ეძებენ
გორის მუნიციპალიტეტის სოფელ კირბალში მცხოვრებ 29 წლის მამაკაცს ოჯახის წევრები და ახლობლები მეორე დღეა ეძებენ.
როგორც ისინი აცხადებენ, მამაკაცი საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფლის განაპირას გუშინ შეშას აგროვებდა.
ახლობლების ვარაუდით, ის ე.წ. მესაზღვრეებმა დააკავეს.
ოჯახს ამ დრომდე არავინ დაკავშირებია.
გაუჩინარებულის ახლობლები მისი ადგილსამყოფელის დასადგენად დახმარებას ითხოვენ.