„კრწანისის“ ტერიტორიაზე უცხო პირების შეჭრის ფაქტზე, გუშაგის დაკითხვა მიმდინარეობს

წვრთნებისა და სამხედრო განათლების სარდლობის მხარდამჭერ ცენტრ „კრწანისის“ ტერიტორიაზე უცხო პირების შეჭრის ფაქტზე, გუშაგის დაკითხვა მიმდინარეობს.
თავდაცვის სამინისტროში განმარტავენ, რომ მამაკაცის ცხედარი საწვრთნელი ცენტრის ტერიტორიაზე იქნა ნაპოვნი, თუმცა მისი ვინაობა ჯერჯერობით უცნობია. მიმდინარეობს მამაკაცის იდენტიფიცირებისთვის საჭირო პროცედურები, ასევე დანიშნულია ცხედრის სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზა.
სამხედრო პოლიციის საგამოძიებო მთავარი სამმართველოს უფროსის, ზურაბ კუხიანიძის განმარტებით, გუშაგი კანონის მოთხოვნის შესაბამისად მოქმედებდა და მან ჯერ ჰაერში გამაფრთხილებელი გასროლა განახორციელა, თუმცა, საწვრთნელი ცენტრის ტერიტორიაზე შეჭრილი პირები მას არ დაემორჩილნენ, რის შემდეგაც გუშაგმა მათი მიმართულებით გაისროლა.
ჯერჯერობით უცნობია გაქცეული ორი პირის ვინაობა. მომხდარზე გამოძიება მიმდინარეობს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები