სოფელ ნატანებში ყაჩაღობა მოხდა

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ნატანებში ერთ-ერთ ოჯახს თავს დაესხნენ. არსებული ინფორმაციით, რამდენიმე ნიღბიანი პირი ოჯახში შეიჭრა და ცივი იარაღის მუქარით, ფულადი თანხა და მობილური ტელეფონი გაიტაცა.
როგორც “კვირას“ შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში განუცხადეს, ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ყაჩაღობას გულისხმობს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები