ხაშურის აგრარულ ბაზარში ქალმა მამაკაცი დაჭრა

ხაშურის აგრარულ ბაზარში ქალმა მამაკაცი დაჭრა, რა დროსაც მას ცივი იარაღით ორი ჭრილობა მიაყენა.
მამაკაცი სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადამ ქალაქის საავადმყოფოში გადაიყვანა. მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.
შსს პრესსამსახურის ინფორმაციით, გამოძიება სსკ-ის 117-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით მიმდინარეობს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები