დავით სერგეენკო: ჯარისკაცების სიცოცხლეს ამ ეტაპზე საფრთხე არ ემუქრება

სამხედრო მოსამსახურეების სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება, თუმცა, ისინი რეანიმაციულ განყოფილებაში მოთავსდებიან, რათა შემდგომი გართულებები იყოს თავიდან აცილებული – ამის შესახებ ჟურნალისტებს ჯანდაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ განუცხადა.
მისი თქმით, ყველაზე უფრო მძიმე მდგომარეობა ჰქონდა იმ ორ პაციენტს, რომლებიც ინგოროყვაში გადაიყვანეს.
ინგოროყვაში კიდევ ერთ დაშავებულ სამხედროს მოათავსებენ.
“ჯარისკაცების სიცოცხლეს ამ ეტაპზე საფრთხე არ ემუქრება, თუმცა ორივე მათგანი საჭიროებს რეანიმაციულ განყოფილებაში მკურნალობას. პირველადი შეფასებით, ყველაზე უფრო მძიმე მდგომარეობა ჰქონდა ამ ორ პაციენტს, რომელიც გადმოვიდნენ ინგოროყვაში, კიდევ ერთი პაციენტი მოვა ამავე კლინიკაში. ჯამში ალბათ ექვსი პაციენტის გადმოყვანა იქნება საჭირო, დანარჩენს ადგილზე ჩაუტარდათ სამედიცინო დახმარება”, – აღნიშნა დავით სერგეენკომ.
ცნობისთვის, დედოფლისწყარო-სიღნაღი-თბილისის დამაკავშირებელ ავტომაგისტრალზე, სოფელ ბოდბეს მიმდებარე ტერიტორიაზე , სამხედრო ავტომობილი სავალი ნაწილიდან გადავარდა. ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად გარდაიცვალა ერთი სამხედრო მოსამსახურე დანარჩენები კი დაშავდნენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები