პრეზიდენტი ჯარისკაცის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი კახეთში მომხდარი ავარიის დროს ჯარისკაცის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს.
„მწუხარებას გამოვთქვამ სოფელ ბოდბეს მიმდებარე ტერირიტორიაზე სამხედრო ავტომობილის ავტოკატასტროფის გამო. ამ უმძიმეს წუთებში, ვიზიარებ გარდაცვლილი ჯარისკაცის ოჯახის წევრებისა და ახლობლების მწუხარებას და თანადგომას ვუცხადებ მათ. დაშავებულ სამხედრობს მალე გამოჯანმრთელებას ვუსურვებ“, – აღნიშნულია პრეზიდენტის სამძიმრის წერილში.
შეგახსენებთ, რომ კახეთში, სამხედრო ავტომანქანის გადატრიალების შედეგად, ერთი ჯარისკაცი გარდაიცვალა. უწყების კუთვნილ, ”კამაზის” მარკის” ავტომანქანაში 37 სამხედრო მოსამსახურე იჯდა. ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაშავებული 28 ადამიანი დედოფლისწყაროს საავადმყოფოშია გადაყვანილი, 7 კი – წნორში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები