სამხედრო ავტომანქანის გადაბრუნების საქმეზე გამოძიება დაიწყო

 დედოფლისწყარო-სიღნაღი-თბილისის დამაკავშირებელ ავტომაგისტრალზე, სოფელ ბოდბეს მიმდებარე ტერიტორიაზე, სამხედრო მანქანის გადაბრუნების ფაქტზე, რა დროსაც ერთი სამხედრო გარდაიცვალა, 30-ზე მეტი კი დაშავდა, გამოძიება დაიწყო.
როგორც “კვირას” შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, საქმე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-5 ნაწილით მიმდინარეობს, რაც გულისხმობს ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.
კახეთში, სამხედრო ავტომანქანის გადატრიალების შედეგად, ერთი ჯარისკაცი გარდაიცვალა. უწყების კუთვნილ, ”კამაზის” მარკის” ავტომანქანაში 37 სამხედრო მოსამსახურე იჯდა. ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაშავებული 28 ადამიანი დედოფლისწყაროს საავადმყოფოში არის გადაყვანილი, 7 კი – წნორში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები