საქართველოს რეგიონების ნაწილს ხვალ ელექტრომომარაგება შეეზღუდება

საქართველოს რეგიონების ნაწილს ხვალ ელექტრომომარაგება შეეზღუდება. ”ენერგო-პრო ჯორჯიას” ინფორმაციით, აღნიშნულის მიზეზი ქსელის სარეაბილიტაციო სამუშაოებია.
11:00 საათიდან 18:00 საათამდე, ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება 3294 აბონენტს თიანეთის რაიონის ცენტრსა და მიმდებარე სოფლებში. 12:00 საათიდან 16:00 საათამდე, 10230 აბონენტს ახალციხის ნაწილსა და მიმდებარე სოფლებში. 11:00 საათიდან 18:00 საათამდე, 2012 აბონენტს აბაშის რაიონის სოფლებში ტყვირი, მარანი, ნაესაკოვი და ქოლოგანი.
სარეაბილიტაციო სამუშაოების შედეგად მნიშვნელოვნად უმჯობესდება ქსელის ინფრასტრუქტურა და ელექტროენერგიის მიწოდების ხარისხი. სამუშაოების დასრულებისთანავე ელექტროენერგიის მიწოდება ჩვეულ რეჟიმში აღდგება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები