საკონსტიტუციო სასამართლოში სხდომას პლენუმის რვავე წევრი ესწრება

საკონსტიტუციო სასამართლოში პლენუმის სხდომას, რომელზეც თავმჯდომარე უნდა აირჩიონ, პლენუმის რვავე წევრი ესწრება.
საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარეობის კანდიდატებად ირინა იმერლიშვილი და ზაზა თავაძე არიან წარდგენილი.
იმ შემთხვევაში, თუ ხმები 4/4-ზე გაიყოფა და ვერ აირჩევენ ვერც ერთ დასახელებულ კანდიდატს, თავმჯდომარეობის მოვალეობას საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილე ზაზა თავაძე შეასრულებს იქამდე, ვიდრე ახალი თავმჯდომარე არ აირჩევა.
ცნობისთვის, საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე, ახალი კანონმდებლობით, ხუთი წლის ვადით ირჩევა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები