ანზორ ჩუბინიძემ უცხოელი კოლეგები სპეციალური მედლებით დააჯილდოვა

სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურში საქართველოს, უკრაინის, მოლდავეთის, რუმინეთისა და ბულგარეთის სახელმწიფო დაცვის სამსახურებს შორის გაფორმებული ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმით გათვალისწინებული მორიგი ტრეინინგი გაიმართა.
ერთობლივი კურსი თეორიულ-პრაქტიკულ სწავლებებს მოიცავდა, მონაწილეებმა ერთმანეთს დაცვის სფეროში დაგროვილი გამოცდილება და საუკეთესო პრაქტიკა გაუზიარეს. ოთხდღიანი სწავლების დასკვნით ღონისძიებას სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსი ანზორ ჩუბინიძე კოლეგებთან ერთად დაესწრო. ანზორ ჩუბინიძემ უცხოელ სტუმრებს თანამშრომლობისთვის მადლობა გადაუხადა და სპეციალური მედლებით დააჯილდოვა.
ვიზიტის ფარგლებში, დელეგაციის წევრებმა საქართველოს ერთიანობისთვის დაღუპულ გმირთა ხსოვნას პატივი მიაგეს და გმირთა მემორიალი ყვავილებით შეამკეს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები