“მსმენია კონსტიტუციონალისტები – ჯეფერსონი, ჰამილტონი, მაგრამ ისინი, ვინც ყოველდღე ტელევიზორში გამოდიან, არ გამიგია”

საქართველოს პარლამენტის წევრი, “ქართული ოცნების” წარმომადგენელი გია ჟორჟოლიანი პრემიერის მიერ საკონსტიტუციო კომისიის შექმნის მნიშვნელობაზე საუბრობს. გია ჟორჟოლიანს მიაჩნია, რომ საკონსტიტუციო კომისიის მუშაობაში აქტიურად უნდა ჩაერთონ მოქალაქეები.
“განწყობა პრემიერისაც და უმრავლესობისაც არის ასეთი, რომ კომისია იყოს ფართო ჩართულობის საფუძველზე მოქმედი. მე მოვუწოდებ ჩვენს მოქალაქეებს, რომ აქტიურად მიიღონ მონაწილეობა კომისიის მუშაობაში, რადგან კონსტიტუცია არის პოლიტიკური დოკუმენტი და არ არის ექსპერტების, ბრჭყალებში ონსტიტუციონალისტების.
მე მსმენია კონსტიტუციონალისტები ჯეფერსონი, ჰამილტონი, მაგრამ ესენი, ვინც ყოველდღე ტელევიზორში გამოდიან, არ გამიგია. კონსტიტუცია არის პოლიტიკური დოკუმენტი, ეს არის მოქალაქეთა ფართო კონსენსუსის საფუძველზე მიღებული დოკუმენტი და არა ისე, როგორც „ნაციონალურმა მოძრაობამ“ მოირგო ის თავის დროზე”, -განაცხადა გია ჟორჟოლიანმა “კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები