დემურ გიორხელიძე: წლის ბოლოს ლარის კურსთან მიმართებაში მკვეთრ შოკებს არ ვვარაუდობ

ექსპერტი ეკონომიკურ საკითხებში დემურ გიორხელიძე ლარის კურსის გამყარებას ეკონომიკის განვითარებას უკავშირებს.
ექსპერტი თვლის, რომ დასახვეწია სოფლის მეურნეობა, რათა იმპორტის და ექსპორტის ზრდამ შემდგომში ხელი შეუწყოს ლარის კურსის გამყარებას. დემურ გიორხელიძეს მიაჩნია, რომ ლარის რყევებში ეროვნული ბანკი არ არის დამნაშავე.
„ყველაფერში ეროვნული ბანკი არ არის დამნაშავე, არ არსებობს მაკროეკონომიკური პოლიტიკა, რომელიც მკაცრ ჩარჩოებს აძლევს ეროვნულ ბანკს და აძლევს მთავრობას, რაც ქართული ეკონომიკის განვითარებას სჭირდება.ეს ნორმები პარლამენტმა უნდა განსაზღვროს ეროვნულ ბანკთან კონსულტაციების შედეგად. ამიტომ გვექმნება პრობლემა და თამაშობს კურსი, რადგან ფული არის უსაშველოდ ცოტა. ლარის კურსს ეროვნული ბანკი არ განსაზღვრავს“, -განაცხადა ეკონომიკის ექსპერტმა „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე. დემურ გიორხელიძეს მიაჩნია, რომ წინა ხელისუფლებისგან დატოვებული ფინანსური პოლიტიკა გადასახედია და მოქმედ ხელისუფლებას რეკომენდაციებით მიმართავს. ექსპერტი წლის ბოლოს ლარის კურსის მკვეთრ ვარდნას არ ვარაუდობს. “ მე ვფიქრობ, რომ წლის ბოლოს მცირედით გაიზრდება ფასები პროდუქტებზე, კურსი შეიძლება ათამაშდეს. თუმცა არა მგონია, რომ რაიმე განსაკუთრებულ შოკებს უნდა ველოდოთ. მსხვილი მომხმარებლები ვალუტისა, როგორიც არის ნავთობის და გაზის კორპორაცია, იმედია რაღაც გაურკვეველ ნაბიჯს არ წამოაყენებს და ბიუჯეტის ხარჯვა დარჩენილ 3 თვეში გეგმაზომიერი იქნება, მაგრამ უნდა ვისაუბროთ ხელისუფლების სუსტ პოლიტიკაზე, უნდა გავიდეთ იმ რეჟიმიდან, რომ ბიზნესს მიეცეს საშუალება დაგეგმოს თავისი რეკომენდაციები. ნებისმიერი მოძრაობა კურსის ზევიდან ქვევით არის ჯიბიდან ფულის ამოღება ადამიანებისთვის“, -განაცხადა დემურ გიორხელიძემ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები