რუსეთი და საქართველო ურთიერთობების გასაუმჯობესებლად ორმხრივ მოლაპარაკებებს გააგრძელებენ

პრაღაში გამართული კონსულტაციების შედეგად, რუსეთი და საქართველო, ორმხრივი ურთიერთობების გასაუმჯობესებლად, პრაგმატულ კურსს გააგრძელებენ. ამის შესახებ განცხადება რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენლის, ზურაბ აბაშიძისა და მინისტრის მოადგილის, გრიგორი კარასინის შეხვედრის დასრულების შემდეგ გაავრცელა.
შეხვედრა პრაღაში 19 ოქტომბერს გაიმართა. აბაშიძე-კარასინის შეხვედრის დასრულების შემდეგ ცნობილი გახდა, რომ მიმდინარე წლის ნოემბერში თბილისში საქართველოსა და რუსეთის ბიზნესმენების ფორუმი გაიმართება. მათი განცხადებით, ეს ორმხრივი ურთიერთობების გაუმჯობესებისკენ გადადგმული კიდევ ერთი ნაბიჯი იქნება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები