მხატვარი ნიკო ცეცხლაძე სამოქალაქო საზოგადოების სახელით გავრცელებულ მიმართვაზე მის ხელმოწერას გაუგებრობას უწოდებს

მხატვარი ნიკო ცეცხლაძე სამოქალაქო საზოგადოების სახელით გავრცელებულ მიმართვაზე მის ხელმოწერას გაუგებრობას უწოდებს და აცხადებს, რომ ის ხელმოწერას მეგობრების თხოვნით დათანხმდა ისე, რომ ტექსტი არ უნახავს. ამის შესახებ ცეცხლაძემ „2030“-ს განუცხადა.
„მე ვარ „ქართული ოცნების“ კანდიდატის ბექა ოდიშარიას მხარდამჭერი და ამას ღიად გამოვხატავ. საკონსტიტუციო უმრავლესობასა და უმცირესობაში ვერ ვერკვევი, ბექა ოდიშარიას მხარს ვუჭერ, თავისთავად „ქართული ოცნების” მხარდამჭერი ვარ და როგორ მოვუწოდებდი ვინმეს, რომ ოპოზიციას მისცენ ხმა. უკაცრავად, არ ვარ ამ საკითხში კომპეტენტური. კარგად რომ მცოდნოდა, კონკრეტულად რაზე მთხოვეს ხელმოწერა, ნამდვილად უარს ვიტყოდი”, – განაცხადა ცეცხლაძემ.
საზოგადოების წარმომადგენლებმა მიმართვა გაავრცელეს, სადაც პროდასავლურ პოლიტიკურ პარტიებს მიმართავენ, რომ თავიანთ მხარდამჭერებს არჩევნების მეორე ტურში ოპოზიციის მხარდაჭერისკენ მოუწოდონ. მიმართვის ხელმომწერთა შორის იყო ნიკო ცეცხლაძე და ასევე ისტორიკოსი ზაზა აბაშიძე, რომელიც აცხადებს, რომ არავითარ მიმართვაზე მას ხელი არ მოუწერია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები