ბარაკ ობამა: რუსეთმა საქართველოში გაყინული კონფლიქტი შექმნა

როდესაც პრეზიდენტი გავხდი, რუსეთი უკვე შეჭრილი იყო საქართველოს ტერიტორიაზე და  იქ გაყინული კონფლიქტი შექმნა, – ამის შესახებ აშშ-ს პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ იტალიის პრემიერ-მინისტრთან მატეო რენცისთან გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე შესაბამისი კითხვის საპასუხოდ განაცხადა.
“როდესაც პრეზიდენტი გავხდი, რუსეთი, წინა ადმინისტრაციის დროს, უკვე შეჭრილი იყო საქართველოს ტერიტორიაზე და შექმნა იქ გაყინული კონფლიქტი. მაშინ რუსეთს ახალი პრეზიდენტი ჰყავდა და ჩვენ ვცადეთ, აშშ-რუსეთის ურთიერთობებში უფრო კონსტრუქციული გზა მოგვეძებნა. ვფიქრობ, ჩვენ ვაჩვენეთ რუსეთს პატივისცემა, ვაღიარეთ დიდი განსხვავება და სხვადასხვა ღირებულებები და, ამავე დროს, ვცადეთ თანამშრომლობის გზების მოძებნა”, – განაცხადა ობამამ.
ბარაკ ობამას თქმით, რუსეთთან დაკავშირებული გამოწვევა უკავშირდება რუსეთის აგრესიას მსოფლიოს გარკვეულ რეგიონებში.
„უკრაინაშიც კი, სადაც მათ იგივე ქმედებები განახორციელეს, რაც საქართველოში, ჩვენ ევროპელებთან ერთად შუამავლობა ვცადეთ, შევიმუშავეთ მინსკის შეთანხმება, რომელმაც ეს საკითხი მშვიდობიანად უნდა გადაწყვიტოს”, – აღნიშნა ობამამ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები