ტრანსგენდერის მკვლელობის მცდელობაში ბრალდებულს წინასწარი პატიმრობა შეეფარდა

ტრანსგენდერი ქალის განზრახ მკვლელობის მცდელობაში ბრალდებულ პირს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეფარდა. აღნიშნული გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლომ ცოტა ხნის წინ მიიღო.
პროცესის პარალელურად, სასამართლოს ეზოში ტრანსგენდერი ქალის მხარდასაჭერი აქცია გაიმართა. აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორის გიორგი ტატიშვილის განცხადებით, არასამთავრობო ორგანიზაციები რეალურად არ უზრუნველყოფენ ტრანსგენდერ ქალთა უფლებების დაცვას.
შეგახსენებთ, რომ ტრანსგენდერს უცნობი პიროვნება ორთაჭალაში რამდენიმე დღის წინ თავს დაესხა, სცემა და ჭრილობა ყელის არეში მიაყენა. იგი ამ დრომდე რეანიმაციულ განყოფილებაშია მოთავსებული და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა. მომხდართან დაკავშირებით გამოძიება განზრახ მკვლელობის მცდელობის მუხლით მიმდინარეობს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები