სასამართლო ტრანსგენდერზე თავდასხმაში ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიებს შეფარდების საკითხზე მსჯელობს

ამ წუთებში თბილისის საქალაქო სასამართლოში ორთაჭალაში დაჭრილი ტრანსგენდერის სასამართლო პროცესი იწყება. დღეს ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების ფორმა უნდა შეეფარდოს. სასამართლოს ეზოში ლგბტ თემის წარმომადგენლები და უფლებადამცველები არიან შეკრებილები. მათი განცხადებით, ბრალდებულს წინასწარი პატიმრობა უნდა შეეფარდოს.
შეგახსენებთ, რომ ტრანსგენდერს უცნობი პიროვნება ორთაჭალაში რამდენიმე დღის წინ დაესხა. იგი ამ დრომდე რეანიმაციულ განყოფილებაშია მოთავსებული და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა. მომხდართან დაკავშირებით გამოძიება განზრახ მკვლელობის მცდელობის მუხლით მიმდინარეობს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები