მანანა კობახიძე: რომ არა 50%-იანი ბარიერი, რომელიც ჩვენ შემოვიტანეთ, არავითარი მეორე ტური არ იქნებოდა

ოპონენტებს ავიწყდებათ, რომ 50%-იანი ბარიერი ჩვენ შემოვიტანეთ. ეს რომ არა, არავითარი მეორე ტური არ გვექნებოდა, – აღნიშნული განცხადება “ქართული ოცნების” ერთ-ერთმა ლიდერმა მანანა კობახიძემ 2030-ის ეთერში გააკეთა.
როგორც პარლამენტის ვიცე-სპიკერმა  აღნიშნა, “ქართული ოცნების” ხელისუფლება ავტორიტარიზმით შეპყრობილი არ არის.
„მანამდე, იუსტიციის უმაღლეს საბჭო პარლამენტის წევრებით იყო დაკომპლექტებული. ჩვენ კი, საკანონმდებლო ცვლილებებით ეს უფლებები შევიზღუდეთ და დღეს პარლამენტის წარმომადგენელი იქ აღარ არის. თუნდაც ეს რამდენიმე მაგალითი ცხადყოფს იმას, რომ „ქართული ოცნების“ ხელისუფლება ავტორიტარიზმისკენ მიდრეკილი ნამდვილად არ არის. ოპონენტებს რატომღაც ავიწყდებათ, რომ 50%-იანი ბარიერი ჩვენ შემოვიტანეთ. ეს რომ არა, არავითარი მეორე ტური არ გვექნებოდა და 8 ოქტომბერს საკონსტიტუციო უმრავლესობით მოვიდოდით“, – განაცხადა მანანა კობახიძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები