ლუცკში ნანგრევებიდან მამაკაცის ცხედარი ამოასვენეს – რუსების თავდასხმის შედეგად დაშავებულთა რიცხვი 27-მდე გაიზარდა

უკრაინის ქალაქ ლუცკში მაშველებმა ცხრასართულიანი საცხოვრებელი შენობის ნანგრევებიდან მამაკაცის ცხედარი ამოასვენეს. ამის შესახებ უკრაინის სახელმწიფო საგანგებო სიტუაციების სამსახური (SES) სოციალურ ქსელში იუწყება.

მათივე ცნობით, 6 ივნისის ღამით რუსული ჯარების მიერ ქალაქზე განხორციელებული თავდასხმის შედეგად დაშავებულთა რიცხვი 27-მდე გაიზარდა.

სასწრაფო დახმარების ჯგუფები დანგრეული შენობის ნანგრევების გაწმენდას კვლავ აგრძელებენ და შესაძლოა, ნანგრევების ქვეშ კიდევ ბევრი ადამიანი იყოს მოყოლილი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები