კახა კალაძე: ჩვენს თანამოქალაქეებს, ყველას, ვინც აღნიშნავს ყურბან-ბაირამს, ვულოცავ ამ დღესასწაულს – ურთიერთპატივისცემას, ადამიანის სიყვარულს, თანადგომას არ აქვს რელიგია, არც ეროვნება
ჩვენს თანამოქალაქეებს, ყველას, ვინც აღნიშნავს ყურბან-ბაირამს, ვულოცავ ამ დღესასწაულს, – ამის შესახებ თბილისის მერი კახა კალაძე სოციალურ ქსელში წერს.
როგორც დედაქალაქის მერი აღნიშნავს, ურთიერთპატივისცემას, ადამიანის სიყვარულსა და თანადგომას არ აქვს რელიგია, არც ეროვნება.
„ჩვენს თანამოქალაქეებს, ყველას, ვინც აღნიშნავს ყურბან-ბაირამს, ვულოცავ ამ დღესასწაულს. ყურბან-ბაირამი სიკეთის, ერთიანობისა და მეგობრობის სიმბოლოა, რომელიც სხვა ქვეყნებში მცხოვრები მუსლიმების მსგავსად, საქართველოშიც განსაკუთრებული სიყვარულით აღინიშნება. ურთიერთპატივისცემას, ადამიანის სიყვარულსა და თანადგომას არ აქვს რელიგია, არც ეროვნება. იგი გამოიხატება მშვიდ და კულტურულ თანაცხოვრებაში, რომელიც საუკუნეებია მოგვდგამს. გილოცავთ და გისურვებთ კეთილდღეობას, სიკეთესა და სიყვარულს!“, – წერს კახა კალაძე Facebook-ზე.