ირაკლი ალასანია: ისეთ საქმეს გავაკეთებ, რომელიც საქართველოს მომავალში აუცილებლად გამოადგება

ისეთ საქმეს გავაკეთებ, რომელიც საქართველოს მომავალში აუცილებლად გამოადგება, – ამის შესახებ „თავისუფალი დემოკრატების“ ჯერ ისევ მოქმედმა ლიდერმა ირაკლი ალასანიამ ტელეკომპანია “რუსთავი 2”-ის ეთერში გადაცემა „არჩევანში“ განაცხადა.
მისი თქმით, ის საერთაშორისო კონტაქტებს საქართველოს მომავლისთვის გამოიყენებს.
„მინდა, ვაკეთო ისეთი რამ, რაც კიდევ უფრო გამზრდის და მეტ გამოცდილებას შემძენს. მე ისეთ საქმეს გავაკეთებ, რომელიც აუცილებლად გამოადგება საქართველოს მომავალში, გამოადგება საქართველოს შერიგებისთვის, აფხაზებთან, ცხინვალის მოსახლეობასთან. შეიძლება, ეს საზღვარგარეთ საქმიანობაც იყოს. მე მინდა, ჩემი საერთაშორისო კონტაქტები ავამოქმედო და რეალიზება გავუკეთო ამ ურთიერთობებს. არა როგორც სახელმწიფო მოხელემ, არამედ როგორც კერძო პირმა… მოტივირებული ვარ, რომ მნიშვნელოვანი საქმე ვაკეთო, რომელიც აქამდე არ მიკეთებია“, – განაცხადა ირაკლი ალასანიამ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები