ირაკლი ალასანია სახელმწიფო სამსახურში თანამდებობაზე მუშაობის გაგრძელებას არ აპირებს

“თავისუფალი დემოკრატების” მოქმედი თავმჯდომარის, ირაკლი ალასანიას განმარტებით, ის სახელმწიფო სამსახურში თანამდებობაზე მუშაობის გაგრძელებას არ აპირებს, – ამის შესახებ მან ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის ეთერში განაცხადა.
“დანამდვილებით შემიძლია გითხრათ, რომ სახელმწიფო სამსახურში თანამდებობაზე მუშაობის გაგრძელებას არ ვაპირებ. მე მაქვს ჩაფიქრებული, რომ ვაკეთო მნიშვნელოვანი საქმე, თუმცა, არა სახელმწიფო სექტორში. ყველას აქვს გადაწყვეტილების მიღების უფლება. ჩვენ ვართ მეგობრები, თუმცა, პოლიტიკური ვალდებულებისგან ყველა გათავისუფლებულია, ყველამ თავად უნდა მიიღოს საკუთარი გადაწყვეტილება”, – განაცხადა ირაკლი ალასანიამ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები