ირაკლი ალასანია პოლიტიკაში დაბრუნებას არ გამორიცხავს

„თავისუფალი დემოკრატების“ ჯერ ისევ მოქმედი თავმჯდომარე ირაკლი ალასანია პოლიტიკაში დაბრუნებას არ გამორიცხავს. ამის შესახებ მან ტელეკომპანია “რუსთავი 2”-ის ეთერში განაცხადა.
“როცა დავინახავ, რომ შეიძლება ისევ პოლიტიკით აკეთო ხალხისთვის სასარგებლო საქმე, არ გამოვრიცხავ, რომ დავბრუნდე პოლიტიკაში”, – აღნიშნა ირაკლი ალასანიამ.
მანვე, მადლობა გადაუხადა ყველა იმ ადამიანს, ვინც პარტიის მხარდამჭერია.
„ყოველთვის ვიქნები ვალდებული ამ ადამიანებთან, რომ ვიყო აქტიური, სასარგებლო საზოგადოებისთვის. ეს გვაძლევს თითოეულ „თავისუფალ დემოკრატს“ იმის განცდას, რომ ბრძოლა ყოველთვის ბოლომდე ღირს, მაგრამ მიუხედავად ამ მხარდაჭერისა, ჩვენ კრიტიკული მასა მხარდაჭერის ვერ მოვიპოვეთ, რომ პარლამენტში გაგვეგრძელებინა მოღვაწეობა. ის მიზნები, ამოცანები და მნიშვნელოვანი საქმეები, რისი კეთებაც გვინდოდა და რაზეც წინასაარჩევნოდ ვსაუბრობდით, ამის განხორციელების საშუალება იმ შედეგებმა, რაც დადგა, არ მოგვცა. აქედან გამომდინარე, მე, როგორც პარტიის ხელმძღვანელმა, ბუნებრივია, ავიღე პასუხისმგებლობა ჩემს თავზე და დროებით დავტოვე პოლიტიკა. ამას სჭირდება სერიოზული ფიქრი, თუ რამ გამოიწვია ასეთი შედეგი. ამას სჭირდება სერიოზული გაანალიზება იმის, თუ რატომ აღმოვჩნდით ასეთი შედეგის პირისპირ. რა თქმა უნდა, პარტიას სჭირდება სერიოზული რეორგანიზაცია“, – განაცხადა ირაკლი ალასანიამ.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები