ცესკო არჩევნების მეორე ტურს ხვალ ოფიციალურად დანიშნავს

პარლამენტის მაჟორიტარული საარჩევნო სისტემით არჩევნების მეორე ტურს ცესკო ხვალ ოფიციალურად დანიშნავს. როგორც „კვირას“ ცენტრალური საარჩევნო კომისიიდან აცნობეს, ხვალინდელი სხდომა 11.00 საათზე დაიწყება, სადაც დღის წესრიგით გათვალისწინებულია 8 საკითხი. განსახილველ საკითხთა შორის, განსახილველია ასევე თვითმმართველი თემების გამგებლების მეორე ტურისა და პარლამენტის 2016 წლის 8 ოქტომბრის არჩევნებისათვის განმეორებითი კენჭისყრის დანიშვნის საკითხები.

გარდა ამისა, ხვალინდელ სხდომაზე საქართველოს პარლამენტის 2016 წლის 8 ოქტომბრის არჩევნებისათვის სხვა სახელმწიფოში შექმნილ საარჩევნო უბნებში გამართული კენჭისყრის შედეგების შეჯამების თაობაზეც იმსჯელებენ.

ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში სხდომა ხვალ 11:00 საათზე დაიწყება.

ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ მეორე ტურების და განმეორებითი კენჭისყრის შესაძლო თარიღები რამდენიმე დღის წინ განსაზღვრა. 8 ოქტომბრის პარლამენტის არჩევნების მეორე ტურები 50 მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში სავარაუდოდ 30 ოქტომბერს გაიმართება. რაც შეეხება განმეორებით კენჭისყრას, ის 22 ოქტომბერს იგეგმება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები