ნინო წილოსანი მეორე ტურის წინასაარჩევნო კამპანიას იწყებს

არ დეიზარო – ასეთი იქნება ლანჩხუთისა და ჩოხატაურის მაჟორიტარობის კანდიდატის სლოგანი 30 ოქტომბრის არჩევნებისთვის. როგორც “კვირას” კანდიდატის პრესსამსახურიდან აცნობეს, 19 ოქტომბერს, 14:00 საათზე, „ქართული ოცნების“ ლანჩხუთის საარჩევნო შტაბში პარტიის მაჟორიტარობის კანდიდატი ნინო წილოსანი საპარლამენტო არჩევნების მეორე ტურის კამპანიას იწყებს, რის თაობაზე გაიმართება პრესკონფერენცია და დაინტერესებული მხარეებთან შეხვედრა. არ დეიზარო! – ეს იქნება ნინო წილოსანის წინასაარჩევნო სლოგანი და საზოგადოებასთან კომუნიკაციის ძირითადი მიმართულება ამომრჩევლების აქტიურობის ხელშეწყობა და მეორე ტურზე მათი მაღალი აქტივობის უზრუნველყოფა იქნება.

პრესკონფერენციის შემდეგ „ქართული ოცნების“ კანდიდატი პირადად მიუტანს რამდენიმე ოჯახს საინფორმაციო წერილს, სადაც ის მოუწოდებს მათ არჩევნების მეორე ტურში მონაწილეობისკენ. ლანჩხუთის ღონისძიების პარალელურად კი, ჩოხატაურში გაიმართება ახალგაზრდების მსვლელობა ქალაქის ქუჩებში და მოსახლეობისთვის ნინო წილოსანის მოწოდებითი წერილების დარიგება.

8 ოქტომბრის არჩევნებში ნინო წილოსანმა ამომრჩეველთა ხმების 47.8% დააგროვა და მეორე ადგილზე გასულ კანდიდატს ხმების 20 პროცენტზე მეტით აჯობა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები