დიმიტრი ხუნდაძე: “ნაციონალების” ატეხილი აჟიოტაჟი სასაცილოა

“საკონსტიტუციო უმრავლესობა საშიშია იმ ხელისუფლებისთვის, ვინც ძალაუფლებას ბოროტად იყენებს”, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, დიმიტრი ხუნდაძემ განაცხადა.
მანვე, „ნაციონალური მოძრაობის“ მხრიდან საკონსტიტუციო უმრავლესობის შესახებ ატეხილ აჟიოტაჟს სასაცილო უწოდა.
„წინა პარლამენტში ისინი 60-ზე მეტნი იყვნენ, დღეს 30-ც არ არიან. თუმცა ეს შედეგიც გამიკვირდა. რაც შეეხება მათი მხრიდან საკონსტიტუციო უმრავლესობის შესახებ ატეხილ აჟიოტაჟს, სასაცილოა. საკონსტიტუციო უმრავლესობა საშიშია იმ ხელისუფლებისთვის, ვინც ძალაუფლებას ბოროტად იყენებს. ესენი იყვნენ სწორედ „ნაციონალები“, ვისი მმართველობაც ქართველმა ხალხმა საკუთარ თავზე იწვნია. ჩვენ 4 წელია ხელისუფლებაში ვართ და ეს ტესტი უკვე ჩავაბარეთ. შეიძლება რაღაც შეგვეშალა, მაგრამ ვერავინ იტყვის იმას, რომ ძალაუფლება ბოროტად გამოვიყენეთ.
პირიქით, ჩვენ პირველი ხელისუფლება ვართ, ვინც მართლა ხალხზე და ქვეყანაზე ვზრუნავთ, ვინც ძალადობისა და ომის გარეშე ვაცხოვრეთ ქვეყანა. „ქართული ოცნებისთვის“ საკონსტიტუციო უმრავლესობის მოპოვება პარლამენტში ქვეყნისთვის სიმშვიდისა და სტაბილურობის გარანტი იქნება. ამას ხვდება ხალხი და საკუთარ არჩევანს 30 ოქტომბერს კიდევ ერთხელ დააფიქსირებს“,- განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები