სოხუმში მომხდარ აფეთქებაზე ახალი ვიდეოკადრები ვრცელდება (+18 )

სოხუმში, აფხაზეთის სახელმწიფო ტელევიზიის ეზოში დღეს მომხდარ აფეთქებაზე ახალი ვიდეოკადრები ვრცელდება.
როგორც ცნობილია, ე.წ. სახელმწიფო ტელევიზიის შენობასთან 07:05 საათზე თავი თვითმკვლელმა მამაკაცმა აიფეთქა. ეს ის დროა, როდესაც ტელევიზიის თანამშრომლები სამსახურში მიდიოდნენ, თუმცა, აფეთქებას მხოლოდ თვითმკვლელი შეეწირა.
მისი ცხედარი ტელევიიზის შენობის გვერდით ბაღში აღმოაჩინეს. ამ დროისათვის უცნობია, თუ რა უნდოდა დილის საათებში თვითმკვლელ მამაკაცს ტელევიიზის შენობასთან. სავარაუდოდ, იგი ტელევიზიის შენობის შესასვლელთან მაშინ მივიდა, როდესაც ტელევიზიის დაცვის თანამშრომელი ტერიტორიის შემოვლას აწარმოებდა. სწორედ იმ დროს, დარაჯი შემთხვევის ადგილას არ იმყოფებოდა.
ტელევიზიის დირექტორი ლეონიდ ენიკი აცხადებს, რომ მან აფეთქების შესახებ ინფორმაცია 8:40 წუთზე მიიღო და შემთხვევის ადგილისკენ გაემართა.
ცნობისათვის, თვითაღიარებული რესპუბლიკის ტელერადიოკომპანია, რომლის ტერიტორიაზეც აფეთქება მოხდა, მუშაობას ჩვეულ რეჟიმში განაგრძობს.
აფეთქების შედეგად ტელევიზიის თანამშრომლები არ დაშავებულან. დე ფაქტო პრეზიდენტის რაულ ხაჯიმბას ბრძანებით, სკოლებსა და საბავშვო ბაღებში დაცვა გაძლიერდა. რეიდები ტარდება სოხუმში და მკაცრად კონტროლდება ქალაქის შესასვლელ-გასასვლელები.
მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება მიმდინარეობს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები