მამაკაცი, რომელმაც სოხუმში თავი აიფეთქა, აფხაზეთის მოქალაქე არ არის
რუსული მედიის ინფორმაციით, თვითმკვლელი, რომელმაც დღეს აფხაზეთის ტელევიზიასთან თავი აიფეთქა, აფხაზეთის მოქალაქე არ არის.
ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო უშიშროების საბჭოს მდივნის მუჰამედ კილბა აღნიშნავს, რომ აფხაზეთში ჩასვლამდე აღნიშნული პირი რუსეთის სამხრეთ რეგიონებში იყო შემჩნეული.
კილბას განცხადებით, მთავრობას შესაძლოა საქმის ძიებაში რუსეთის სამართალდამცავი ორგანოების დახმარება დასჭირდეთ.
აფეთქება აფხაზეთის ტელევიზიასთან დღეს დილით 07:00 საათზე მოხდა.