შსს-მ ბათუმში 4 თვის ჩვილის გარდაცვალების ფაქტზე საქმე აღძრა

ბათუმში 4 თვის გოგონა დაიღუპა. ბავშვი სამედიცინო განყოფილებაში 4 დღე იყო მოთავსებული. კლინიკაში მკურნალობას გარდაცვლილი ბავშვის 6 წლისა და წლინახევრის ძმები გადიან.
სამივე და-ძმა სასუნთქი გზების პრობლემებით საავადმყოფოში სოციალური აგენტის მოთხოვნით მოხვდა. სოციალური აგენტი ოჯახში დეკლარაციის შესავსებად მივიდა. 4 თვის გოგონას გარდაცვალებასთან დაკავშირებით რამდენიმე ვერსია დასახელდა. ერთის მიხედვით, მცირეწლოვანს ვერ მიეწოდებოდა საკვები, მეორე ვერსიით, ბავშვზე არასათანადოდ ზრუნავდნენ, მესამე ვერსიით კი გარდაცვალება ბავშვის თანდაყოლილ პათოლოგიებს უკავშირდება.
ჩვილის გარდაცვალების საქმესთან დაკავშირებით, შინაგან საქმეთა სამინისტროში საქმე 116-ე მუხლით აღიძრა, რაც გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს.
როგორც აჭარის სოციალური მომსახურების სააგენტოს აჭარის ფილიალის უფროსი თემურ ქარცივაძე განმარტავს, მათ ოჯახის შესახებ ინფორმაცია არ ჰქონდათ იქედან გამომდინარე, რომ ისინი გურიაში ცხოვრობდნენ.
მისივე თქმით, ბავშვის გარდაცვალება უკავშირდება თანდაყოლილ პათოლოგიებს. რაც შეეხება ორ მცირეწლოვან ბავშვს, რომლებიც საავადმყოფოში არიან მოთავსებულნი, მათზე მზრუნველობა შესაძლოა სახელმწიფომ აიღოს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები