„ცენტრ პოინტის“ საქმის მოსამართლემ მისი აცილების შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა

„ცენტრ პოინტ აჭარა მაგნოლიის“ საქმის მოსამართლე ვახტანგ მრელაშვილმა არ დააკმაყოფილა დაცვის მხარის შუამდგომლობა მისი აცილების თობაზე.
მოსამართლის აცილების შუამდგომლობა ადვოკატებმა დააყენეს. დაცვის მხარის განცხადებით,ვახტანგ მრელაშვილი მიკერძოებულია. ადვოკატების ვარაუდით, მოსამართლესთან ეს კონკრეტული საქმე რიგითობის წესის შესაბამისად არ მისულა. მათი თქმით, ეს კანონდარღვევაა.
პროცესს არ ესწრება საქმეზე ერთ-ერთი ბრალდებული მაია რჩეულიშვილი.
რჩეულიშვილმა მოსამართლეს გაუგზავნა განცხადება, სადაც აღნიშნულია რომ რჩეულიშვილი პროცესებს აღარ დაესწრება.
მთავარი პროკურატურა გურამ და მაია რჩეულიშვილებს, ასევე „ცენტრ პოინტ აჭარის“ დირექტორსა და კომპანიის გაყიდვების ყოფილ მენეჯერს მენაშენეთა კუთვნილი 20 მილიონამდე ლარის გაფლანგვაში ადანაშაულებს. საქმე ეხება ბათუმში აშენებულ კომპლექს „მაგნოლიას“ და ამავე ქალაქში ასაშენებელ კიდევ ორ საცხოვრებელ ობიექტს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები