ბრალდებული მაია რჩეულიშვილი სასამართლო პროცესებს აღარ დაესწრება
“ცენტრ პოინტის” დამფუძნებელი მაია რჩეულიშვილი სასამართლო პროცესებს აღარ დაესწრება, – ამის შესახებ თბილისის საქალაქო სასამართლოში მიმდინარე პროცესზე გახდა ცნობილი.
მოსამართლემ ბრალდებულ მაია რჩეულიშვილის საპატიმროდან გამოგზავნილი წერილი წაიკითხა.
„ბათუმის მაგნოლიის“ საქმეზე თანხების მითვისება-გაფლანგვის საქმეზე ბრალდებულების მაია და გუკა რჩეულიშვილების და ირაკლი მინდელის ადვოკატებმა მოსამართლის აცილება მოითხოვეს. ადვოკატებმა განაცხადეს, რომ მოსამართლე ვახტანგ მრელაშვილი არაობიექტურია.
დღევანდელ პროცესზე მტკიცებულებების დასაშვებობის საკითხზე მსჯელობენ. დაცვის მხარე აპირებს დააყენოს საკითხი დაუშვებლად იქნეს ცნობილი მტკიცებულების სახით საქმეში არსებული სარევიზიო დასკვნა.