ეკა ბესელია: დღის წესრიგში ახალი პრემიერ-მინისტრის ძებნა არ გვაქვს

დღის წესრიგში ახალი პრემიერ-მინისტრის ძებნა არ გვაქვს,-აღნიშნული განცხადება „ქართული ოცნების“ წევრმა ეკა ბესელიამ პარლამენტის თავმჯდომარის პოსტზე გიორგი კვირიკაშვილის შესაძლო დანიშვნასთან დაკავშირებით დასმული კითხვის პასუხად გააკეთა.
როგორც ბესელიამ აღნიშნა, პარლამენტის თავმჯდომარის კანდიდატურაზე მსჯელობა არჩევნების მეორე ტურის შემდეგ გაიმართება.
“გიორგი კვირიკაშვილი არის პრემიერ-მინისტრი, რომელმაც საუკეთესო სტარტი აიღო და გუნდის გაძღოლა წარმატებით დაიწყო. დღის წესრიგში ახალი პრემიერ-მინისტრის ძებნა არ გვაქვს. ჩვენთვის გიორგი კვირიკაშვილი ის საუკეთესო პრემიერია, რომელსაც შეუძლია გუნდისა და მთავრობის ხელმძღვანელობა დღევანდელი გამოწვევების გათვალისწინებით იტვირთოს“, – განუცხადა ჟურნალისტებს ეკა ბესელიამ.
მისივე განმარტებით, მინისტრთა კაბინეტის თაობაზე გადაწყვეტილებას პრემიერ-მინისტრი მიიღებს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები