“ჰუსიტები” ისრაელის ტერიტორიის დაბომბვას წყვეტენ

იემენელმა ,,ჰუსიტებმა’’ განაცხადეს, რომ ისრაელის ტერიტორიის დაბომბვას წყვეტენ.

შიიტური დაჯგუფების წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ ისინი ისრაელსა და „ჰამასს“ შორის ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმებას დაიცავენ.

ისრაელის მიმართულებით რაკეტების გაშვება 19 იანვრიდან შეწყდება, როდესაც სამშვიდობო შეთანხმებები ოფიციალურად ამოქმედდება.

ამასთან, “ჰუსიტები” აცხადებენ, რომ ისრაელი რეგიონში სტაბილურობისთვის კვლავ საფრთხეს წარმოადგენს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები