დღეს თბილისში წვიმიანი ამინდია მოსალოდნელი

დღეს თბილისში წვიმიანი ამინდია მოსალოდნელი. გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, ჰაერის ტემპერატურა დღისით +12 გრადუსს მიაღწევს, ღამით კი +4 გრადუსი იქნება.

16 იანვარს ქუთაისში +10 გრადუსი და წვიმიანი დღეა მოსალოდნელი, ღამით კი +5 გრადუსი იქნება. ოზურგეთში წვიმიანი ამინდია ნავარაუდევი. დღისით +9 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +4. ბათუმშიც წვიმაა მოსალოდნელი, დღისით ჰაერი +10 გრადუსამდე გათბება, ხოლო ღამით +6 გრადუსი დაფიქსირდება.

ნალექიანი დღეა ფოთშიც. დღისით +11 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +6 გრადუსია მოსალოდნელი. ზუგდიდშიც ნალექიანი ამინდია მოსალოდნელი. დღისით ტემპერატურა +10 გრადუსს მიაღწევს, ღამით კი +5 გრადუსია ნავარაუდევი.

წვიმაა მოსალოდნელი სოხუმშიც. +8 გრადუსია მოსალოდნელი დღისით, ღამით +5 გრადუსი დაფიქსირდება.

მესტიაში დღეს თოვლია მოსალოდნელი. დღისით +1 გრადუსი იქნება, ღამით კი -7 გრადუსი დაფიქსირდება. წვიმა და თოვლია ერთდროულად მოსალოდნელი ამბროლაურში, ჰაერი +4 გრადუსამდე გათბება, ღამით კი -1 გრადუსი დაფიქსირდება.

ჭიათურაშიც წვიმა და თოვლია მოსალოდნელი. დღისით +5 გრადუსი, ღამით კი -1 გრადუსი დაფიქსირდება. წვიმა და თოვლი იქნება ახალციხეშიც, დღისით ჰაერი +7 გრადუსამდე გათბება, ღამით კი ტემპერატურა -4 გრადუსამდე დაიწევს.

ბორჯომშიც თოვლს და წვიმას ელოდებიან, +7 გრადუსი იქნება დღისით, ხოლო ღამით -1 გრადუსი დაფიქსირდება. ბაკურიანში თოვლია მოსალოდნელი, დღისით +4 გრადუსი იქნება ტემპერატურა, ხოლო ღამით -8 გრადუსი დაფიქსირდება.

გორში წვიმაა მოსალოდნელი. დღისით +8 გრადუსი, ღამის განმავლობაში კი 0 გრადუსი დაფიქსირდება. ცხინვალშიც წვიმაა მოსალოდნელი. დღისით ჰაერის ტემპერატურა +7 გრადუსი იქნება, ღამით კი – 1 გრადუსი დაფიქსირდება.

გუდაურში ითოვებს. დღის განმავლობაში +3 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი ჰაერის ტემპერატურა -10 გრადუსი იქნება. ომალოში დღისით +5, ღამით კი -9 გრადუსი დაფიქსირდება.

ლაგოდეხში ჰაერის ტემპერატურა დღის განმავლობაში +8 გრადუსი იქნება, ღამით კი +3 გრადუსი დაფიქსირდება. თელავშიც მზიანი ამინდია მოსალოდნელი. დღისით +12 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +2 გრადუსია ნავარაუდევი.

გურჯაანში დღისით +11 გრადუსი, ღამით კი +2 გრადუსი დაფიქსირდება. ვარაუდობენ მზიან ამინდს. სიღნაღში დღისით მზიანი ამინდია და +12 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით +1 გრადუსი დაფიქსირდება.

რუსთავში დღისით +12 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით კი +4 გრადუსი დაფიქსირდება. მზიანი ამინდია მოსალოდნელი დღის განმავლობაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები