აფეთქება სოხუმში – გარდაცვლილია ერთი პირი

დაუდგენელი პირი სოხუმში, „აფხაზეთის სახელმწიფო ტელევიზიის შენობაში“ შეიჭრა და თავი აიფეთქა. ამის შესახებ სააგენტო „სპუტნიკი“ აფხაზეთის ე.წ. შს სამინისტროზე დაყრდნობით იუწყება.
„ტელეკომპანიის ტერიტორიაზე შემთხვევა გამთენიისას, დაახლოებით, დილის 7:05 საათზე მოხდა. თვითმხილველების განცხადებით, უცნობ პირს, ასაფეთქებელი მოწყობილობა ჰქონდა. გარდაცვლილი პირის ვინაობის დასადგენად მიმდინარეობს ოპერატიული მუშაობა“, – აცხადებენ თვითაღიარებული რესპუბლიკის შს სამინისტროში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები