რუსთავში ახალგაზრდა მამაკაცმა თავი სანადირო თოფით მოიკლა
რუსთავში ახალგაზრდა მამაკაცმა სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა. „კვირას“ ინფორმაციით, მამაკაცმა თავი სანადირო თოფით მოიკლა. თვითმკვლელობამდე კი ოჯახის წევრებსა და მეგობრებს გამოემშვიდობა.
როგორც „კვირას“ შსს-ში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს. მიმდინარეობს გამოძიება. შემთხვევა გუშინ საღამოს მოხდა.